მთავარი / სიახლეები / კერუბინი რონალდუზე, კინზე, დიბალაზე, დონარუმაზე, ჰოლანდზე…

კერუბინი რონალდუზე, კინზე, დიბალაზე, დონარუმაზე, ჰოლანდზე…

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფედერიკო კერუბინიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუზე, მოიზე კინზე, პაულო დიბალაზე და სხვა. კერუბინის თქმით, რონალდუს ტრანსფერი ერთი თვით ადრე რომ განხორციელებულიყო, უკეთესი იქნებოდა.

„უდინეზესთან“ მატჩის კვირამდე მკაფიო სიგნალები გვქონდა, რომ რონალდუ გუნდში დარჩებოდა. თუმცა, გარკვეული გადაწყვეტილებები არ არის მოლაპარაკებადი და ბოლოს და ბოლოს, ეს არ იქნებოდა კლუბისთვის შესაფერისი, რადგან კლუბი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთელი. ასე რომ, კლუბის საკეთილდღეოდ სწორი იყო მომავალზე ფოკუსირება და რონალდუს არშენარჩუნება. ჩვენ მომავალს დავასწარით, რადგან მომავალ ზაფხულს მისი კონტრაქტი მაინც იწურებოდა და გადავწყიტეთ მისთვის ხელი არ შეგვეშალა.

მომავალს ერთი წლით დავასწარით. რონალდუ კინით არ შეგვიცვლია, თუნდაც იმიტომ, რომ რონალდუ შეუცვლელია. არ მგონია ვინმე იყოს ბაზარზე, ვინც მას შეცვლის. კრიშტიანუს წასვლით „იუვეში“ ერთი თავი იხურება, მაგრამ მეორე იხსნება. კინის დაბრუნებით დავიბრუნეთ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ჩვენთან გაიზარდა და ეს არის სიგნალი ახალგაზრდული სექტორის ფეხბურთელებისთვის.

რონალდუს სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს წასვლა? მართალია, უკეთესი იქნებოდა, ეს ადრე მომხდარიყო, მაგრამ არ მინდა მოვიტყუო, მაგრამ მისი წასვლის ნიშნები უფრო ადრე არ იყო. რონალდუს უდიდეს პატივს ვცემ, თუმცა, ჩვენი ისტორია შედგება დიდი ჩემპიონებისგან, მწვრთნელებისგან და მენეჯერებისგან, მაგრამ კლუბი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი ფილოსოფია, რომლითაც ამ შემთხვევაში ვიხელმძღვანელეთ. „სიტისგან“ განსხვავებით „იუნაიტედი“ ტრადიციული კლუბის მსგავსად მოიქცა, შედეგად ყველას ინტერესები იქნა გათვალისწინებული. ამბიცია და სურვილია, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი შევინარჩუნთო, რადგან ეს არის კლუბის უპირველესი მიზანი, ყოველთვის. ოღონდ სხვა პროექტით, რომელიც მიდის გაახალგაზრდავებისკენ, რაც გუნდის სახის შეცვლას აუცილებლად გამოიწვევს.

დიბალას კონტრაქტი? თითქმის ყველა იტალიურ კლუბს აქვს კონტრაქტების განახლებასთან დაკავშირებით პრობლემა. ვფიქრობ, ყველაფერი დადებითად გადაწყდება. ორივე მხარის მიზანიც ეს არის. ნება ნათელია და ეს ალეგრიმაც დაადასტურა. დიბალას გარშემო შენდება ახალი პროექტი, ვფიქრობ, ასაკი და თვისებები ამისთვის ხელს უწყობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერმა მის მხრებზე უნდა გადაიაროს, რადგან არიან მოთამაშეები, რომელთაც იგივეს გაკეთება შეუძლიათ. გუნდში არიან ბონუჩი და კიელინი, კარგი გვარდია.

მჯერა, რომ კინს დიდი პოტენციალი აქვს. მას მრავალი წელია ვიცნობ და არ გეტყვით, რომ ის წმინდანია, მაგრამ მე ვესაუბრე ლეონარდოსაც და მითხრა, რომ კინი ძალიან შეიცვალა, კარგად იქცევა. ის არის 20 წლის ბიჭი და ბუნებრივია, რომ არ ექნება 30 წლის მოწიფულობა, მაგრამ მას ვიცნობ. ის არის ღირებულებებით სავსე ბიჭი და ბევრის რამის მიცემა შეუძლია გუნდისთვის. ჩემი აზრით, ის არ არის ცუდი ბიჭი.

დონარუმა? „იუვენტუსს“ ჰყავს მეკარე გრძელვადიანი კონტრაქტით და ის საიმედო მეკარეა, რომლისაც გვჯერა. ასე რომ, ჩავთვალეთ, რომ ამ პოზიციაზე ცვლილება არ იყო პრიორიტეტი. ჩვენს შემთხვევაში არ იქნებოდა ლოგიკური იმის გაკეთება, რაც „პარი სენ ჟერმენმა“ გააკეთა, ანუ გუნდში ორი უმაღლესი დონის მეკარის ყოლა.

ჰოლანდი? „მიოლდეში“ თამაშის დროს მისი შეძენით დაინტერესებული ვიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. ვფიქრობ, ახლა ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება“, – თქვა კერუბინიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …