მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” სტადიონი 10 წლისაა

“იუვენტუსის” სტადიონი 10 წლისაა

ტურინის „იუვენტუსის“ სტადიონი, „ალიანც სთედიუმი“ ზუსტად 10 წლისაა. 2011 წლის 8 სექტემბერს, არენა ინგლისურ „ნოთს ქაუნთისთან“ ამხანაგურ მატჩში საზეიმოდ გაიხსნა.

„იუვემ“ „ალიანც სთედიუმზე“ ამ პერიოდში 262 თამაში ჩაატარა, საიდანაც 78% მოიგო, ხოლო 93% თამაშების არ წაუგია. გაიტანა 558 გოლი, ყველაზე მეტი 60 გოლი კი ამ სტადიონზე პაულო დიბალას აქვს გატანილი. თამაშების 82%-ის დროს სტადიონი სავსე იყო, ყველაზე მეტი, 41.495 გულშემატკივარი 2018 წლის დეკემბერში, „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩს დაესწრო (1:0 მარიო მანჯუკიჩის გოლით).

„იუვეს“ სტადიონის იუბილესთან დაკავშირებით კლაუდიო მარკიზიომ სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა:

„ეს არ არის უბრალოდ მაისური, ეს ჩემი კანია. „იუვენტუსი“ არ არის ჩემი გულის გუნდი, ის ჩემი გულია. ეს არ არის სტადიონი, ის ჩემი სახლია“, – დაწერა კლაუდიომ და თავისი გატანილი გოლის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც „ალიანც სთედიუმის“ პირველ ოფიციალურ მატჩში გაიტანა 2011 წლის 11 სექტემბერს, „პარმასთან“.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელსაც საკუთარი სტადიონი აქვს და ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში არაა.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …