მთავარი / სიახლეები / კიეზას დაზიანება არ აქვს, მაგრამ “ნაპოლისთან” მისი თამაში მაინც საეჭვოა

კიეზას დაზიანება არ აქვს, მაგრამ “ნაპოლისთან” მისი თამაში მაინც საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას არანაირი სერიოზული დაზიანება არ აქვს, მაგრამ „ნაპოლისთან“ მისი თამაში მაინც საეჭვოა.

კიეზამ კუნთის პრობლემის გამო იტალიის ნაკრების შეკრება ვადაზე ადრე დატოვა და სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რომელმაც დაზიანება არ აჩვენა.

როგორც იტალიური მედია წერს, ახლა საბოლოო გადაწყვეტილება მასიმილიანო ალეგრიზე იქნება, რომელიც დიდი ალბათობით, რისკზე არ წავა და ფეხბურთელს ნეაპოლელების წინააღმდეგ არ ათამაშებს, რომ მომდევნო მატჩებისთვის უფრო მეტად მომზადებული იყოს.

კიეზას სავარაუდოდ დეიან კულუშევსკი შეცვლის, რომელმაც შვედეთის ნაკრებში კარგი მატჩები ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ 11 სექტემბერს ესტუმრება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …