„იუვენტუსისთვის“ ეს სეზონი კატასტროფულად დაიწყო, იმაზე გაცილებით საშინლად, ვიდრე გასული სეზონი. ორ ტურში ერთადერთი ქულა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„იუვენტუსმა“ „უდინეზესთან“ ფრის შემდეგ შინ „ემპოლისთან“ წააგო და სრულიად დამსახურებულად – არაფერი გაუკეთებია მოსაგებად. თუ არ ჩავთვლით მატჩის დასაწყისში ფედერიკო კიეზას სახიფათო მომენტებს, მასიმილიანო ალეგრის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა.
21-ე წუთზე კი ლეონარდო მანკუსომ გოლი გაიტანა და „ემპოლიმ“ ისტორიული გამაჯვება მოიპოვა.
ალეგრიმ მეორე ტაიმში ცვლილებებით სცადა თამაშის გადარჩენა, მაგრამ ყველაზე აქტიური ფედერიკო კიეზა დეიან კულუშევსკით ჩაანაცვლა და ცხადია ამან ვერ გაამართლა – შვედი მოედანზე პრაქტიკულად არ იყო.
„იუვენტუსმა“ სეზონი საშინლად დაიწყო და მომდევნო მატჩს 11 სექტემბერს, „ნაპოლისთან“ გამართავს.
„იუვენტუსი“ – „ემპოლი“ 0:1 (0:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო (დე შილიო 82), ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ბენტანკური (ლოკატელი 66), დანილო, რაბიო (ბერნარდესკი 55); მაკკენი (მორატა 46), დიბალა, კიეზა (კულუშევსკი 66)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
„ემპოლი“ (4-3-1-2): ვიკარიო; სტოიანოვიჩი, ისმაილი, ლუპერტო, მარკიზა; ბანდინელი (ზურკოვსკი 80), რიჩი, ჰაასი; ბაირამი (სტულაჩი 70); მანკუსო (პინამონტი 72), კუტრონე (ჰენდერსონი 80)
მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი
გოლი: 0:1 მანკუსო (21)
გაფრთხილება: ბერნარდესკი (81), დანილო (89) – ტოიანოვიჩი (32), კუტრონე (44), ისმაილი (56)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 7 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 8:9 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: დავიდე ჯერზინი