მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ეს ცუდი სტარტი ჩვენთვის კარგი გაკვეთილია”

ალეგრი: “ეს ცუდი სტარტი ჩვენთვის კარგი გაკვეთილია”

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. „ემპოლისთან“ მარცხის შემდეგ (0:1) მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

“გუნდმა თავიდან კარგად ითამაშა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. გუნდურად უნდა ვითამაშოთ, ამ მომენტში ეს ადვილი არ არის, მაგრამ ბევრი დრო გვაქვს ყველაფრის გამოსასწორებლად. სეზონის სტარტზე ეს ორი ცუდი შედეგი საბოლოო ჯამში წაგვაგდება. მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავის სიტყვას იტყვიან.

ბევრი ტექნიკური შეცდომა გვქონდა. ყოველთვის ვერ ვიფიქრებთ დაწინაურებაზე და თამაშების ადვილად მოგებაზე. გვჭირდება ასეთი მომენტი, რომ გავიზარდოთ, გავხდეთ უფრო კომპაქტურები. უდინეში მივხვდით რა უნდა გავაკეთოთ, დღეს კიდევ ერთი გაკვეთილი მივიღეთ. სიმშვიდე გვჭირდება.

ეს არის „იუვენტუსი“ ახალგაზრდა ტალანტებით, რომელთაც არ აქვთ დიდი გამოცდილება, ამიტომ, ბალანსი უნდა ვიპოვოთ. ბიჭების გამო ვწუხვარ, რადგან გულდაწყვეტილნი იყვნენ.

ლოკატელი? მანუელის კონდიციები უმჯობესდება და სანაკრებო პაუზის შემდეგ უკეთ იქნება. დანილომ დაცვის წინ კარგი თამაში ჩაატარა, წესრიგი არასდროს დაურღვევია. ასევე კარგად ითამაშეს ბონუჩიმ და კუადრადომ.

რონალდუ? კრიშტიანუ ჩემს განკარგულებაში მხოლოდ ერთი წელი იყო, ის საოცარი ფეხბურთელია. ამ მომენტში მასზე ვერ ვიფიქრებთ, ჩემს განკარგულებში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 12 სექტემბერს, სტუმრად „ნაპოლისთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …