მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ცნობილია

“იუვენტუსის” სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა. შესაბამისად, ცნობილია წილისყრის წინ ოთხივე კალათა. “იუვენტუსი” მეორე კალათაშია, რადგან პირველი კალათა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულებმა და საუკეთესო 6 შიდა ჩემპიონატის ჩემპიონებმა შეავსეს.

აღსანიშნავია, რომ მეორე კალათა გაცილებით ძლიერად გამოიყურება, ვიდრე პირველი კალათა. “იუვეს” ჯგუფში სამი მეტოქე ეყოლება – პირველი, მესამე და მეოთხე კალათიდან თითო გუნდი. ცხადია, ვერ შეხდვება იტალიურ გუნდს.

კალათა

„ჩელსი“ (ინგლისი), ვილიარეალი“ (ესპანეთი), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „ბაიერნი“ (გერმანია), „ინტერი“ (იტალია), „ლილი“ (საფრანგეთი), „სპორტინგი“ (პორტუგალია)

II კალათა

„რეალი“ (ესპანეთი), „ბარსელონა“ (ესპანეთი), „იუვენტუსი“ (იტალია), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი), „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი), „ლივერპული“ (ინგლისი), „სევილია“ (ესპანეთი), „დორტმუნდი“ (გერმანია)

III კალათა

„პორტუ“ (პორტუგალია), „აიაქსი“ (ნიდერლანდები), „შახტარი“ (უკრაინა), „ლაიფციგი“ (გერმანია), „ზალცბურგი“ (ავსტრია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „ატალანტა“ (იტალია), „ზენიტი“ (რუსეთი)

IV კალათა

„ბეშიქთაში“ (თურქეთი), „დინამო“ (უკრაინა), „ბრიუგე“ (ბელგია), „იანგ ბოიზი“ (შვეიცარია), „მილანი“ (იტალია), „მალმიო“ (შვედეთი), „ვოლფსბურგი“ (გერმანია), „შერიფი“ (მოლდოვა)

წილისყრა დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …