მთავარი / სიახლეები / რონალდუს შესაძლოა კონტრაქტი გაუწყვიტონ

რონალდუს შესაძლოა კონტრაქტი გაუწყვიტონ

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუმ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში დღეს კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება.

რონალდუს გუნდიდან წასვლა სურს და Tuttosport-ის ცნობით, მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება. „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესებულია, მაგრამ ფული გადახდა არ უნდა, ამიტომაც, კონტრაქტის გაწყვეტა დღის წესრიგშია.

„იუვენტუსი“ ჯერჯერობით ისევ 30 მილიონ ევროს ითხოვს ან გაბრიელ ჟესუსს. ყველაფერი დღეს ან უახლოეს ორ დღეში უნდა გაირკვეს, რადგან სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …