მთავარი / სიახლეები / რონალდუს აგენტი ტურინში ჩავიდა, მიზეზი კრიშტიანუს სავარაუდო ტრანსფერია

რონალდუს აგენტი ტურინში ჩავიდა, მიზეზი კრიშტიანუს სავარაუდო ტრანსფერია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში დღეს ტურინში ჩავიდა და კაზელეს აეროპორტიდან პირდაპირ ფეხბურთელის სახლში, „გრან მადრეს“ ეკლესიის მახლობლად მდებარე გორაკზე, სადაც პორტუგალიელი ვარსკვლავი ცხოვრობს.

მენდეშის ვიზიტი, რა თქმა უნდა, რონალდუს შესაძლო ტრანსფერს უკავშირდება, რომელსაც კლუბის დატოვება სურს და სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მენდეში ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება და ფეხბურთელის გაშვებაზე უნდა დაითანხმოს.

კრიშტიანუს „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ, რომელმაც ჰარი კეინის ყიდვა ვერ შეძლო და არაა გამორიცხული რონალდუ მართლაც დაიმატოს. გავრცელებული ცნობით, “სიტი” რონალდუს კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე სთავაზობს. მეორე ვარიანტია „პარი სენ ჟერმენი“, რომელმაც შესაძლოა კილიან მბაპე „რეალში“ გაყიდოს და ამ შემთხვევაში კრიშტიანუს პარიზული ვარიანტი რეალური გახდება.

„იუვენტუსს“ ამ დრომდე ოფიციალური წინადადება არ მიუღია. ტურინელები რონალდუს უფასოდ არ შეელევიან და 25-30 მილიონ ევროს ითხოვენ. გარდა ამისა, “იუვე” თანახმა იქნება თუ “სიტი” გაბრიელ ჟეზუსს ტურინში გაუშვებს.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო დარჩა (31 აგვისტო) და მენდეშს ბევრი დრო არ აქვს კლიენტის სურვილის დასაკმაყოფილებლად.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …