ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს, არტურსა და კარლო პინსოლიოს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ იტალიური გრანდის ვებგვერდი იტყობინება.
ორივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაში და გუნდს გამოაკლდნენ. გარდა ამისა, კორონავირუსია გავრცელებული 23-წლამდე გუნდში, მათ შორის ინფიცირებულია მატიას სულე, რომელიც ბოლო დროს მთავარ გუნდში თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს მატჩს 6 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ნაპოლისთან“ გამართავს.