ტურინის „იუვენტუსის“ რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს, 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. ზოგთან მიმართებაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ზოგთან კი ჯერ – არა. მაგალითად, ალექს სანდროსა და ხუან კუადრადოს ხელშეკრულებებს არ გაუხანგრძლივებენ და შესაბამისად, მათ კლუბის დატოვება ზაფხულში მიუწევთ. ადრიენ რაბიოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა და მხარეები სავარაუდოდ, იანვარში მოლაპარაკებებს …
სრულად წაკითხვა »თეგის არქივი: კარლო პინსოლიო
“იუვენტუსის” ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს, არტურსა და კარლო პინსოლიოს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ იტალიური გრანდის ვებგვერდი იტყობინება. ორივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაში და გუნდს გამოაკლდნენ. გარდა ამისა, კორონავირუსია გავრცელებული 23-წლამდე გუნდში, მათ შორის ინფიცირებულია მატიას სულე, რომელიც ბოლო დროს მთავარ გუნდში თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს მატჩს 6 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ნაპოლისთან“ გამართავს.
სრულად წაკითხვა »ოფიციალურად: “იუვენტუსმა” კარლო პინსოლიოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
ტურინის „იუვენტუსმა“ მესამე მეკარე კარლო პინსოლიოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ტურინული კლუბის ვებგვერდის ცნობით, იტალიელი მეკარე გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება. პინსიოლიოს კონტრაქტი დღეს იწურებოდა, მაგრამ მხარეებმა თანამშრომლობა 2 წლით განაახლეს. 31 წლის მეკარე „იუვეს“ აკადემიის აღზრდილია, სადაც 2000-2010 წლებში იყო, ხოლო შემდეგ რამდენიმე კლუბში იყო განათხოვრებული. „იუვენტუსში“ ის 2017 წელს დაბრუნდა …
სრულად წაკითხვა »პინსოლიო: “რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ აპოკალიფსი არ არის”
ტურინის „იუვენტუსის“ მესამე მეკარე კარლო პინსოლიომ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო თემებზე ილაპარაკა. იტალიელი კიპერის განცხადებით, ის ბავშვობიდან „იუვეს“ ქომაგია და ყველა გოლი ისე უხარია, თითქოს თვითონ იტანდეს. „აპოკალიფსი? არა, მაგრამ რთული პერიოდია. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ ნეგატივი ძალიან ბევრია. ვფიქრობ, ყველაფერი რიგზე დაბრუნდება, როდესაც ფეხბურთელები სანაკრებო შეკრებიდან დაბრუნდებიან და …
სრულად წაკითხვა »შჩესნი: “პინსოლიომ იმდენივე სკუდეტო მოიგო, რამდენიც ტოტიმ”
ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ კარლო პინსოლიო შეაქო. პოლონელის განცხადებით, „იუვეს“ მესამე მეკარე ფრანჩესკო ტოტი სკუდეტოს რაოდენობით უკვე გაუთანაბრდა. „პინსოლიო ძალიან კარგი ბიჭია, გასახდელში ატმოსფეროს აუმჯობესებს. შარშან მან მხოლოდ 22 წუთი ითამაშა, მაგრამ იმდენივე სკუდეტო აქვს მოგებული, რამდენიც ტოტის“, – განაცხადა შჩესნიმ. შეგახსენებთ, რომ პინსოლიო „იუვეშ“ 2017 წლიდან ირიცხება და …
სრულად წაკითხვა »