მთავარი / სიახლეები / პინსოლიო: “რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ აპოკალიფსი არ არის”

პინსოლიო: “რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ აპოკალიფსი არ არის”

ტურინის „იუვენტუსის“ მესამე მეკარე კარლო პინსოლიომ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო თემებზე ილაპარაკა. იტალიელი კიპერის განცხადებით, ის ბავშვობიდან „იუვეს“ ქომაგია და ყველა გოლი ისე უხარია, თითქოს თვითონ იტანდეს.

„აპოკალიფსი? არა, მაგრამ რთული პერიოდია. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ ნეგატივი ძალიან ბევრია. ვფიქრობ, ყველაფერი რიგზე დაბრუნდება, როდესაც ფეხბურთელები სანაკრებო შეკრებიდან დაბრუნდებიან და ყველა აქ იქნება.

მე გამოვიარე 2010 წლის მარტი პერიოდი. პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ გუნდთან ერთად. „ფულჰემთან“ 1:4 წავაგეთ და ევროპა ლიგის გავვარდით, ამას ზედიზედ ორი წაგება მოჰყვა „სამპდორიასთან“ და „ნაპოლისთან“, რითაც მეექვსე ადგილამდე დავქვეითდით. გარდა ამისა, ბევრი ვეტერანი სეზონის ბოლოს გუნდიდან მიდიოდა, ლიდერები, ბევრი ძვირადღირებული შენაძენი იმედგაცრუებად იქცა და ხელმძღვანელობაში დაძაბულობა ძალიან მაღალი იყო. გარშემო სასიკვდილო სიბნელე იყო.

ახლა „იუვენტუსს“ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოთამაშე ჰყავს, გუნდში ბევრი ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელი, ხელმძღვანელობაც ძლიერია. პერსპექტივა ცოტა განსხვავებულია, იმ სიტუაციასთან შედარება არც შეიძლება. რონალდუ თუ დარჩება? გულწრფელად გითხრათ, ვიმედოვნებ, რომ კი, რადგან გუნდს სჭირდება. მას გუნდთან კიდევ კონტრაქტი აქვს, თუ რაღაც უცნაური არ მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ დარჩება.

ტიფოზების უმირი ვარ? მე უბრალო, მხიარული ადამიანი ვარ. ჩემი თავი ისეთი მიყვარს, როგორიც ვარ.  ხალხს ვუღიმი, ჩემი სულელური ვიდეობით. გასახდელში ყველასთან ვხუმრობ. მე „იუვენტუსის“ ტიფოზი ვარ დაბადებიდან. ჩემთვის ყველა გოლი ისეთია, თითქოს მე გავიტანე. ყოველთვის სასიამოვნოა თანაგუნდელებთან ერთად ზეიიმი და ეს გარკვეულწილად პრივილეგიად მიმაჩნია. მეტსახელი შოუ ბერნარდესკის დავარქვი, თავიდან იყო ბერნაშოუ, ახლა მხოლოდ შოუ. ყველას მეტსახელით არ მივმართავ.

დე ლიხტი? თითქოს უკვე 30 წლისაა, როდესაც მის თამაშს უყურებ. ძალიან ახალგაზრდა ადა საოცარი თვისებები აქვს. დიდი ფეხბურთელია, იტალიურ ენაზეც უკვე კარგად საუბრობს.

როგორ დავბრუნდეთ? მხოლოდ ამას ვიტყვი: ჩვენ „იუვე“ ვართ, ჩვენ „იუვე“ვართ! ყველამ ვიცით, რომ ჩვენ „იუვენტუსს“ წარმოვადგენთ. სანაკრებო პაუზის შემდეგ ძლიერები უნდა დავბრუნდეთ. ერთადერთი ფრაზა, რაც უნდა გვახსოვდეს ეს არის, რომ ჩვენ „იუვე“ ვართ“, – თქვა პინსოლიომ.

კარლო პინსოლიო 2000-2010 წლებში „იუვეს“ აკადემიაში თამაშობდა, შემდეგ კი იჯარით „ვიარეჯოში“, „პესკარაში“, „ვიჩენცაში“, „მოდენაში, „ლივორნოსა“ და „ლატინაში“ ითამაშა. მშობლიურმა გუნდმა ის 2017 წელს დაიბრუნა და მას შემდეგ 3 თამაში ჩაატარა. იტალიის 21-წლამდე ნაკრებში მას 2011-2012 წლებში 9-ჯერ უთამაშია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …