მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვენტუსის” ზედიზედ მე-7 მოგება სერია A-ში

“იუვენტუსის” ზედიზედ მე-7 მოგება სერია A-ში

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონი გამარჯვებით განაახლა და წელი ამაღლებულ განწყობაზე დაიწყო.

თუმცა, სცენარი უცვლელი დარჩა – „იუვემ“ ინერვიულა და აუტსაიდერ „კრემონეზეს“ მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით აჯობა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი უპირატესობას ფლობდა, ბევრი რეალური საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ მეტოქის მეკარე მარკო კარნეზეკიმ 7 სეივი მიითვალა და ყველა შემთხვევაში რთული დარტყმა მოიგერია, რამდენჯერმე კი ტურინელები არაზუსტად ურტყამდნენ.

თავის მხრივ, „იუვეც“ გადაურჩა გაშვებულ გოლს რამდენჯერმე, მაგალითად, ორჯერ ძელმა იხსნა, ერთხელ ვოიცეხ შჩესნიმ. 91-ე წუთზე კი არკადიუშ მილიკმა 30 მეტრიდან ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„იუვენტუსმა“ სერია A-ში გამარჯვებების სერია 7-მდე გაზარდა და თან ამ 7 მატჩში გოლი არ გაუშვია. აღსანიშნავია, რომ სტუმრად „ბებერმა ქალბატონმა“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო და ყველა შემთხვევაში ერთნაირი ანგარიშით – 1:0.

ტურინულ გრანდს 34 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და 7 იანვარს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

„კრემონეზე“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 მილიკი (90)

შემთხვევითი სიახლე

ფერერო და სკანავინო ფეხბურთელებს: “ახლა, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო და აღმასრულებელი დირექტორი მაურიციო სკანავინო ფეხბურთელებს შეხვდნენ. კლუბის ახალმა ხელმძღვანელებმა …

ბონუჩი: “იუვენტუსი” 7-თავიანი დრაკონია”

ლეონარდო ბონუჩიმ სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ დასჯის შემდეგ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. მან ინსტაგრამსთორიში დაწერა, რომ …