მთავარი / სიახლეები / სერია A / დი მარია ტურინში დაბრუნდა და ტრავმა მიიღო

დი მარია ტურინში დაბრუნდა და ტრავმა მიიღო

ტურინის „იუვენტუსს“ ანხელ დი მარია წლის პირველივე შეხვედრაში ვერ დაეხმარება. არგენტინელი ფეხბურთელი ტრავმირებულია.

ჯერ იყო და მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე დი მარიამ ტრავმების გამო ბევრი მატჩი გამოტოვა, შემდეგ მუნდიალის შვებულებიდან ყველაზე გვიან, 2 იანვარს დაბრუნდა და ახლა დაბრუნების შემდეგ პირველივე ვარჯიშზე დაშავდა.

დი მარიას ტერფის დაზიანება აღენიშნება, რომლის სიმძიმე უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ „კრემონეზესთან“ მატჩში ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „კრემონეზესა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …