ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭო სრული შემადგენლობით გადადგა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
თანამდებობა დატოვეს პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ, ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა და გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ.
ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ანიელი „იუვეს“ პრეზიდენტი 2010 წლიდან იყო. ვინ შეცვლის მას ჯერჯერობით უცნობია.
„იუვენტუსი“ ანდრეა ანიელიმ, პაველ ნედვედმა, მაურიციო არივაბენემ, ლორენს დებრომ, მასიმო დელა რაჯონემ, კეტრიკ ფინკმა, დანიელე მარილუნგომ, ფრანჩესკო რონკალიომ, ჯორჯო ტაკიამ და სუზან კეივუდმა დატოვეს.
აღსანიშნავია, რომ “იუვეს” ახალი დირექტორთა საბჭო 18 იანვარს დაკომპლექტდება. მანამდე გუნდის დროებით ხელმძღვანელობა მაურიციო არივაბენეს დაევალა, რომელიც ასევე გადადგა და 18 იანვრის შემდეგ კლუბს ისიც დატოვებს.