მთავარი / სიახლეები / ტაკინარდი: “ნაპოლისთვის” კონკურენციის გაწევა მხოლოდ “იუვეს” შეუძლია”

ტაკინარდი: “ნაპოლისთვის” კონკურენციის გაწევა მხოლოდ “იუვეს” შეუძლია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ Tuttojuve-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნაპოლისთვის“ სერია A-ში კონკურენციის გაწევა მხოლოდ „იუვენტუსს“ შეუძლია.

ტაკინარდი არ ეთანხმება იმ ვარაუდს, რომ „ნაპოლის“ ჩავარდნა დაეწყება, რასაც ბევრი პროგნოზირებს. უფრო მეტიც, როგორც თქვა, დასვენებული ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი უფრო ძლიერები დაბრუნდებიან.

„დღეისთვის, ერთადერთი გუნდი, რომელსაც „ნაპოლისთვის“ სიტუაციის დაძაბვა შეუძლია, „იუვენტუსია“. „აძურის“ მიმდინარე სეზონში რაღაც წარმოუდგენელი აქვს, არის ხალხი, რომლებიც ჩავარდნის დაწყებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული არ ვარ. „ნაპოლის“ კატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი ფეხბურთელი არ ჰყავს, ოსიმენი და კვარაცხელია კი დაისვენებენ და როდესაც დაბრუნდებიან, 3-ათასჯერ უფრო ძლიერები იქნებიან. თუმცა, „იუვენტუსი“ კონკრეტული, გადამწყვეტია და გამარჯვებულის დნმ დაიბრუნა“, – თქვა ტაკინარდიმ.

შეგახსენებთ, იტალიის სერია A 4 იანვარს განახლდება, „ნაპოლი“ კი მილანის „ინტერს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …