მთავარი / სიახლეები / ანიელის წერილი: “გუნდმა კომპაქტურობა დაკარგა”

ანიელის წერილი: “გუნდმა კომპაქტურობა დაკარგა”

ტურინის „იუვენტუსის“ აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ანდრეა ანიელის წერილი გავრცელდა, რომელშიც წერს, რომ გუნდმა კომპაქტურობა დაკარგა, რის გამო სჯობს ხელმძღვანელობა შეიცვალოს.

„იუვენტუსში“ თამაშისა და „იუვენტუსში“ მუშაობის დროს, მიზანი ერთია: გამარჯვება. ყველას, ვისაც აქვს „ბიანკონერის“ მაისურის ტარების პრივილეგია, ეს იცის. ვინც გუნდში მუშაობს, იცის, რომ შრომისმოყვარეობა ნიჭზე წინ დგება, თუ ნიჭიერი ადამიანის ძალიან ბევრს არ მუშაობს. „იუვენტუსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია და ვინც აქ მუშაობს ან თამაშობს, იცის, რომ შედეგი მთელი გუნდის მუშაობის დამსახურებაა.

ჩვენი ისტორია და დნმ გამარჯვებულისაა. 2010 წლიდან პატივს ვცემდით ჩვენს ისტორიას და არაჩვეულებრივ შედეგებს მივაღწიეთ: ახალი სტადიონი, ზედიზედ 9 სკუდეტო, პირველი გუნდი გავხდით იტალიაში, რომელზეც სერიალები Netflix-მა და Amazon Prime-მ გადაიღო, J Medical-ი გავხსენით, გოგონებში ნულიდან დავიწყეთ და ზედიზედ 5 სკუდეტო მოვიგეთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალები ბერლინსა და კარდიფში (ჩვენი დიდი სინანული), „ადიდასთან“ შეთანხმება, იტალიის თასი მეორე გუნდის მიერ მოგები, პირველი კლუბი, რომელიც უეფას აღმასრულებელ კომიტეტშია წარმოდგენილი, „იუვენტუსის“ მუზეუმი და მრავალი სხვა.

საათები, დღეები, ღამეები, თვეები, სეზონები, რათა ყოველთვის გაუმჯობესებაზე გვემუშავა. შეუძლებელიც კი შესაძლებელი გახდა. „სანტიაგო ბერნაბეუ“, „ალიანს არენა“, „ოლდ ტრაფორდი“, „ვესტფალენ შთადიონი“, „სან სირო“, „გეორგიოს კარასიკაკისი“, „სელტიკ პარკი“, „კამპ ნოუ“ – სადაც არ უნდა წავსულიყავით, როცა გუნდი კომპაქტური იყო, არავის გვეშინოდა.

როდესაც გუნდი კომპაქტური არ არის, ის მეტოქეებს ნებდება და ეს შეიძლება ფატალური იყოს. ჩვენ დელიკატური მომენტის წინაშე ვდგავართ ხელმძღვანელობის თვალსაზრისით და გუნდში კომპაქტურობა დაიკარგა. უმჯობესია ყველა ერთად წავიდეთ, რაც ახალ ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს ყველაფერი განაახლოს. დაიმახსოვრეთ: ჩვენ „იუვენტინოები“ ვართ, Fino alla fine“, – წერს ანიელი წერილში.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა ანიელი „იუვენტუსის“ პრეზიდენტი 2010 წლიდან იყო. კლუბის დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობა 18 იანვარს უნდა დაკომპლექტდეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …