ტურინის „იუვენტუსის“ ახალი პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო იქნება. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, ფერერო Exor-მა შეარჩია და ამ პოსტისთვის იდეალურ ვარიანტად მიაჩნიათ. ის დიდი ხანია ელკანების კომპანიაში მუშაობს, მაგრამ ფეხბურთში აქამდე არ უმუშავია და შესაბამისად, სპორტული კუთხით მასზე ბევრი არაფერია ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ კლუბის დირექტორთა საბჭო 18 იანვარს დაკომპლექტდება, ფერერო კი უბრალოდ პრეზიდენტის ფუნქციას შეასრულებს. მოსალოდნელია, რომ მას კლუბზე ისეთივე გავლენა არ ექნება, როგორც ანდრეა ანიელის ჰქონდა.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, როგორ და რომელი კადრებით შეიძლება დაკომპლექტდეს „იუვეს“ დირექტორთა საბჭო. საუბრობენ კლუბში ალესანდრო დელ პიეროს დაბრუნებაზე, რაც თავად ფეხბურთელმა არ გამორიცხა, თუმცა ამ თვალსაზრისით სხვა ხელჩასაჭიდი ინფორმაცია არ ვრცელდება.