მთავარი / სიახლეები / დელ პიერო დაბრუნებაზე: “კლუბთან ჩემი კავშირი ღრმაა, ტურინში სახლიც მაქვს”

დელ პიერო დაბრუნებაზე: “კლუბთან ჩემი კავშირი ღრმაა, ტურინში სახლიც მაქვს”

ალესანდრო დელ პიერო „იუვენტუსს“ დაუკავშირეს და მას კლუბის ახალ დირექტორთა საბჭოში მოიაზრებენ, მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრის დონეზეა.

თავად დელ პიეროს ამ საკითხზე უკვე ჰკითხეს და ალექსმა არაფერი გამორიცხა, როგორც თქვა, კლუბთან მისი კავშირი ძალიან ღრმაა და ტურინში სახლი აქვს.

„იუვენტუსში“ 20 წელი გავატარე, გუნდს სერია B-შიც გავყევი, ჩემი ურთიერთობა ფანებთან, მფლობელებთან და კლუბთან ძალიან, ძალიან ღრმაა. ეს საოცარი მოგზაურობა იყო, „იუვენტუსზე“ ნებისმიერი სიახლე მეხება და მაინტერესებს. სამწუხაროა, რაც მოხდა, რადგან ისინი ჩემი მეგობრები არიან, ანდრეა ანიელიც და პაველ ნედვედიც. ყველასთან ძალიან ლამაზი დრო გავიზიარე და ისინი ცოტა ხნის წინ ვნახე.

წარმოუდგენელია, რომ ისეთი ისტორიული გუნდი, როგორიც „იუვენტუსია“, განცდილი აღზევებისა და ვარდნის მომენტებს, მაგალითად, როცა იყო სერია B, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 9 სკუდეტო. ძალიან ვწუხვარ შექმნილი სიტუაციით. ჩვენი ბევრი რამ გამოვიარეთ, მწვერვალზე ვიყავით, შემდეგ მიწაზე დავეცით და მერე ისევ დავბრუნდით. ახლა ვნახოთ რა იქნება.

დაბრუნება? არ ვიცი კლუბის გეგმები, არავის დაურეკავს და არ ვიცი, რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ტურინში სახლი ისევ მაქვს“, – თქვა დელ პიერომ, რომლის ბოლო კომენტარზე ჟურნალისტმა ხუმრობით უპასუხა:

„ვიპოვით ვინმეს, ვინც თქვენს რესტორანს ლოს ანჯელესში მიხედავს“, – უთხრა ჟურნალისტმა ალექსს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …