მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვემ” “ფიორენტინას” მძიმე ბრძოლაში მოუგო

“იუვემ” “ფიორენტინას” მძიმე ბრძოლაში მოუგო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 22-ე ტურში ფლორენციის „ფიორენტინა“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

პირველად მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში ერთად იყვნენ დ ზოგადად, მოედანზე ერთად ითამაშეს ფედერიკო კიეზამ, ანხელ დი მარიამ და დუშან ვლაჰოვიჩმა.

„ბიანკონერის“ ადრიენ რაბიომ მოაგებინა, რომელმაც ანხელ დი მარიას შესანიშნავი პასით გაიტანა და როგორც გაირკვა თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. „იუვეს“ სხვა მომენტებიც ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.

მე-60 წუთზე კი დუშან ვლაჰოვიჩის გოლი მილიმეტრიანი თამაშგარის გამო გაუქმდა. თავის მხრივ, VAR-მა „იუვე“ ბოლო წუთზე ასევე მილიმეტრიანი თამაშგარით გადაარჩია, როცა ფლორენციელებმა გაათანაბრეს.

„იუვენტუსმა“ 29 ქულა დააგროვა და ათეულში დაბრუნდა, მომდევნო ტურში კი სტუმრად „სპეციას“ დაუპირისპირდება. თუმცა მანამდე შუა კვირაში ევროპა ლიგაზე სტუმრად „ნანტს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …