მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვემ” მოუგებელი სერია შეწყვიტა

“იუვემ” მოუგებელი სერია შეწყვიტა

„იუვენტუსმა“ ერთთვიანი პაუზის შემდეგ გამარჯვების გემო გაიხსენა. სერია A-ს მერვე ტურში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „ბოლონიას“ უმასპინძლა და იოლად, 3:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ანგარიში ფილიპ კოსტიჩმა დუშან ვლაჰოვიჩის პასით გახსნა. ზოგადად, პირველი ნახევარი „იუვეს“ კარგად არ ჩაუტარებია და ერთბურთიანი უპირატესობა რომ მოიპოვა, ამითაც კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. გაცილებით კარგი იყო მეორე ტაიმში, რაც შედეგშიც აისახა. ჯერ ვლაჰოვიჩმა შეწყვიტა უგოლო სერია და ანგარიში გაზარდა, ხოლო სამ წუთში არკადიუშ მილიკმა ძალიან ეფექტური გოლი შეაგდო – 3:0.

დარჩენილ დროში ტურინელებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ გატანა, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს. მთავარი ისაა, რომ „იუვემ“ 31 აგვისტოს შემდეგ იმარჯვა.

შედეგად, „ბებერმა ქალბატონმა“ 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 ოქტომბერს, სტუმრად „მილანს“ შეხვდება. მანამდე ალეგრის გუნდი შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ჰაიფას „მაკაბის“ გაეჯიბრება.

„იუვენტუსი“ – „ბოლონია“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კოსტიჩი (24), 2:0 ვლაჰოვიჩი (59), 3:0 მილიკი (62)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …