„ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ლორენცო ინსინიემ ე.წ Il tiro a giro-ს (“დარტყმა გარშემო”) შესახებ კომენტარი გააკეთა. ეს არის დარტყმა, როდესაც ლორენცო მარჯვენა ფეხით ბურთს ჭრის და მეტოქის კარის შორეულ მარცხენა კუთხეში ურტყამს.
ბევრი ამ დარტყმას ინსინიეს მიაწერს და ბევრისთვის მასთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში ასეთი დარტყმით სახელგანთქმული ალესანდრო დელ პიერო იყო, რომელსაც მსგავს სტილში არაერთი გოლი აქვს გატანილი (gol alla Del Piero). ინსინიემაც თქვა, რომ ეს დელ პიეროს დარტყმაა და არა მისი.
„Il tiro a giro? ეს ჩემი არ არის, ალექს დელ პიეროსია. მანჩინი მეუბნება, რომ ზოგჯერ ახლო ძელთან დავარტყა, რადგან მეკარისთვის მოულოდნელი იქნება, როგორც ამას დელ პიერო აკეთებდა, მაგრამ ის ჩემზე ძლიერია“, – თქვა ინსინიემ.