მთავარი / სიახლეები / პიანიჩმა კონტინასას ბაზაზე ალეგრი და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა

პიანიჩმა კონტინასას ბაზაზე ალეგრი და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა

სტამბოლის “ბეშიქთაშის” ფეხბურთელი მირალემ პიანიჩი ტურინში იმყოფებოდა, სადაც ბელგიისა და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩს დაესწრო.

პიანიჩმა შემთხვევით ისარგებლა და კონტინასას ბაზას ესტუმრა, სადაც მასიმილიანო ალეგრი და ყოფილი თანაგუნდელები მოინახული. მირალემი იქ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დარჩა.

ბოსნიელს ხუმრობით ჰკითხეს, “იუვეში” ხომ არ დაბრუნდა და უპასუხა, რომ – არა. ისე კი, გასულ ზაფხულს ახლოს იყო დაბრუნებასთან, მაგრამ გარიგება საბოლოოდ არ შედგა და კარიერა თურქეთში გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი “იუვენტუსში” 2016-2020 წლებში თამაშობდა და 178 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …