პაულო დიბალა შვებულებას მაიამიში ატარებს, სადაც MLS-ის შეხვედრას დაესწრო, რომელშიც „მაიამიმ“ „ორლანდო სიტის“ უმასპინძლა.
ამ შეხვედრაში ანგარიში გონსალო იგუაინმა გახსნა, რომელმაც გოლი დიბალას სტილში აღნიშნა. რა თქმა უნდა, ეს იყო მეგობრისადმი მიძღვნილი ლამაზი ჟესტი. დიბალასთან ერთად თამაშზე ხავიერ პასტორეც იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2016-2018 და 2019-2020 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.