მთავარი / სიახლეები / ბერგომი იტალიის ნაკრებზე, კიეზაზე და ბერნარდესკიზე…

ბერგომი იტალიის ნაკრებზე, კიეზაზე და ბერნარდესკიზე…

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ, რომელიც Sky Sport-ის კომენტატორია, იტალიის ნაკრებზე, ფედერიკო კიეზაზე და ფედერიკო ბერნარდესკიზე ისაუბრა.

“ისტორიაში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამ იტალიის ნაკრებმა მოახდინა. თამაშობენ და ერთობიან, როგორც დიდი კლუბი. ბედნიერი ვარ, რომ მათი თამაშის კომენტირება მიწევს, პრაქტიკულად თავს მათთან ერთად მოედანზე ვგრძნობ. მე ყველა მატჩი ვნახე და ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, „აძურის“ ფინალში გასვლა შეუძლია.

კიეზა საოცარი მოთამაშეა, რომელმაც შეუძლია, როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ თამაში. როდესაც მისნაირი ფეხბურთელი მოედანზე შემოვა ბოლო 20 წუთის განმავლობაში, შეუძლია გუნდს ბევრი რამ მისცეს. ბერნარდესკი? როდესაც ისეთი ადამიანი მიგყავს ნაკრებში, რომელსაც კარგი სეზონი არ ჰქონია, ეს ნიშნავს, რომ შენი კაცია, რომელიც ყველაფერს იღებს და აკეთებს შენთვის. კიეზა და ბერნარდესკი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ძირითადის წევრებისგან განსხვავებული თვისებები აქვთ და შეუძლიათ თამაშის დროს კარგი ალტერნატივის მოცემა“, – თქვა ბერგომიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …