ტურინის „იუვენტუსი“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა.
დუშან ვლაჰოვიჩი გუნდმა უკვე დაიმატა, პრაქტიკულად გადაწყვეტილია დენის ზაკარიას ტრანსფერიც, მაგრამ მხოლოდ ეს არის.
რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინული კლუბი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „კალიარისთან“ ნაჰიტან ნანდესის ტრანსფერზე. „იუვე“ მზადაა სანაცვლოდ კაიო ჟორჟე დათმოს და ბრაზილიელი სარდინიაზე სეზონის ბოლომდე იჯარით გაუშვას.
სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვარს იხურება, ამიტომაც, ყველაფერი უახლოეს ხანებში საბოლოოდ გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ გარდა ამისა, ლონდონის „ტოტენჰემში“ დეიან კულუშევსკისა და როდრიგო ბენტანკურის ტრანსფერები პრაქტიკულად გადაწყვეტილია.