მთავარი / სიახლეები / ვლაჰოვიჩმა ვარჯიში დაიწყო, თამაშს თებერვალში ვარაუდობენ

ვლაჰოვიჩმა ვარჯიში დაიწყო, თამაშს თებერვალში ვარაუდობენ

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა ვარჯიში დაიწყო. ჯერ მის დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მოედანზე ვარჯიში რომ დაიწყო, ეს უკვე კარგის ნიშანია.

ვლაჰოვიჩს „იუვეში“ 25 ოქტომბრის მერე არ უთამაშია, როცა ტურინული გუნდი „ბენფიკასთან“ 3:4 დამარცხდა. მას შემდეგ მან სერბეთის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ საზარდულის ტრავმის გამო ვარჯიშსაც ვერ ახერხებდა.

იტალიური მედია ვარაუდობს, რომ თუ გართულებები არ გამოვლინდა, ვლაჰოვიჩი თამაშს თებერვლის დასაწყისში მოახერხებს.

შემთხვევითი სიახლე

ბონუჩი: “იუვენტუსი” 7-თავიანი დრაკონია”

ლეონარდო ბონუჩიმ სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ დასჯის შემდეგ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. მან ინსტაგრამსთორიში დაწერა, რომ …

კასანო: “სხვა კლუბებიც უნდა დასაჯონ, წესი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსი“ დაიცვა. როგორც მან თქვა, კანონი ყველა კლუბისთვის ერთნაირი უნდა …