ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა ჰაიფას „მაკაბისთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ თავისი თამაშით უკმაყოფილოა.
„გაშვებული გოლი რთული ასახსნელია. მოედანზე კონცენტრირებული და მონდომებულები გავედით, პირადად მე შემეძლო უკეთ თამაში და მეტის გაკეთება, არ ვარ კმაყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ გოლის გატანა მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, მთავარი გამარჯვებაა, ჩვენ ეს გავაკეთეთ და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ჩუმად და თავდახრილებმა, თავმდაბლობით.
დი მარიასთან თამაში? ის ფეხბურთის გენიოსია, პატივია მასთან ყოველდღე თამაში და მისგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სამ ტურში 3 ქულა აქვს, პსჟ-სა და „ბენფიკას“ დუეტს 4-4 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი „მაკაბის“ სტუმრად შეხვდება. მანამდე მასიმილიანო ალეგრის გუნდი 8 ოქტომბერს, „მილანს“ „სან სიროზე“ დაუპირისპირდება.