მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “ალეგრის გათავისუფლებაზე წუთითაც არ გვიფიქრია”

ნედვედი: “ალეგრის გათავისუფლებაზე წუთითაც არ გვიფიქრია”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლება დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარა.

„ალეგრიში ეჭვი ერთი წუთითაც არ შეგვიტანია. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან სანაკრებო პაუზიდან ბიჭები სწორი განწყობით დაბრუნდნენ და ეს „ბოლონიასთან“ გამოჩნდა. ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც კლუბი, ისე მწვრთნელი და ფეხბურთელები, რომ სიმშვიდე მოვიპოვოთ და ვითამაშოთ „იუვეს“ დონეზე, რაც საშუალებას მოგვცეს სიტუაცია გამოვასწოროთ.

დი მარია, ვლაჰოვიჩი, მილიკი? მშვენიერი ტრიოა. ადრე გვყავდა ტრეზეგე, დელ პიერო და იბრაჰიმოვიჩი. მათ მაღალი ხარისხი აქვთ, მაგრამ შეთამაშება ადვილი არაა, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთმანეთთან ძალიან თავსებადი მოთამაშეები არიან. იმედი გვაქვს, რომ მილიკი მალე გამოჯანმრთელდება.

„ნაპოლის“ თამაში? მსგავსი რამ ხშირად არ ხდება, „ნაპოლის“ ვუყურე და უნდა მივულოცო, შესანიშნავი თამაში ჩაატარეს, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც თამაშის სტილმა, ისე ფეხბურთელების ინდივიდუალურმა თამაშმა.

ჩვენს გონებაში იდეები გვაქვს, გვაქვს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც შეტევა მოსწონთ – კიეზა და პოგბა. თუმცა, დღეს გუნდი მათ გარეშე თამაშობს და ისინი უბრალოდ მოედანზე ქულების დასაგროვებლად უნდა გავიდნენ“, – თქვა ნედვედმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სამ ტურში 3 ქულა აქვს, პსჟ-სა და „ბენფიკას“ დუეტს 4-4 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი „მაკაბის“ სტუმრად შეხვდება. მანამდე მასიმილიანო ალეგრის გუნდი 8 ოქტომბერს, „მილანს“ „სან სიროზე“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …