ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა დუშან ვლაჰოვიჩმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა. 22 წლის სერბი ფეხბურთელი „იუვეს“ ტელევიზიას ესაუბრა და აღნიშნა, რომ ბედნიერია და ამაყია.
„ნამდვილად ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. ყველაფერს გავიღებ, რომ გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო. “იუვენტუსი” წარმოადგენს სიამაყეს, ტრადიციას, ოჯახს. „იუვე“ ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და არასდროს ნებდება. გუნდი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას.
მწვრთნელისა და თანაგუნდელების განკარგულებაში ვარ და ვეცდები, მათ მაქსიმალურად დავეხმარო. ყოველთვის მეტი გვინდა და ყოველთვის გინდა უკეთესები ვიყოთ.
დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და ბედნიერი დაბადების დღე მაქვს, რაც კი აქამდე მქონია. მინდა გავაგრძელო ეს გზა და სიამაყით ვატარო ეს მაისური. ჩვენ არასდროს დავნებდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩი „ფიორენტინაში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 108 მატჩში 49 გოლი გაიტანა, მათ შორის, 20 მიმდინარე სეზონში. კარიერა მან „პარტიზანში“ დაიწყო, სერბეთის ნაკრებში კი 14 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი.