დუშან ვლაჰოვიჩი ტურინის „იუვენტუსის“ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სერბმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ვლაჰოვიჩს კუთვნილ ჯილდოს „სალერნიტანასთან“ მატჩის დაწყებამდე გადასცემენ.
აგვისტოში ვლაჰოვიჩმა შესანიშნავად ითამაშა და ოთხ მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. ამდენად, კლუბის თვის საუკეთესო მოთამაშე დამსახურებულად გახდა.