მთავარი / სიახლეები / “ნაპოლის” სპორტული დირექტორი: “კვარაცხელიას ტრანსფერი “იუვეს” დავასწარით”

“ნაპოლის” სპორტული დირექტორი: “კვარაცხელიას ტრანსფერი “იუვეს” დავასწარით”

“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა კრისტინაო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “იუვენტუსს” დაასწრეს.

“მისი თამაში პანდემიის პერიოდში ვნახეთ და ძალიან მოგვეწონა. თუმცა 30 მილიონი მოითხოვეს და ამიტომ მოლაპარაკებები შეჩერდა. ომის დაწყებით მოგვეცა საშუალება და მისი გადაბირება 10 მილიონ ევროდ შევძელით. “იუვეს”, “რომას” და “სოსიედადს” დავასწარით”, – თქვა ნეაპოლიტანელთა სპორტულმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსის” მხრიდან ინტერესი რომ არსებობდა, კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმაც დაადასტურა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …