მთავარი / სიახლეები / სერია A / ვლაჰოვიჩის დუბლით “იუვემ” “სალერნიტანა” დაამარცხა

ვლაჰოვიჩის დუბლით “იუვემ” “სალერნიტანა” დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 21-ე ტურში სტუმრად „სალერნიტანას“ დაუპირისპირდა და იტალიის ჩემპიონატში სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი, როგორც იქნა, მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდა და იოლად მოიგო – 3:0. აღსანიშნავია, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „იუვემ“ ერთზე მეტი გასვლით მატჩში პირველად გაიტანა.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა: ფაბიო მირეტის მოპოვებული პენალტი დუშან ვლაჰოვიჩმა გაიტანა და პირადი მშრალი სერიაც შეწყვიტა. პირველი ნახევრის ბოლოს სხვაობა ორამდე ფილიპ კოსტიჩმა გაზარდა.

მეორე ტაიმიც „იუვეს“ გოლით დაიწყო: ნიკოლო ფაჯოლის შესანიშნავი პასის მერე მეკარესთან პირისპირ ვლაჰოვიჩ დარჩა, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„იუვენტუსმა“ 26 ქულა დააგროვა და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოიკეთა, მომდევნო ტურში კი „ფიორენტინას“ უმასპინძლებს. სალერნოში „იუვესთვის“ ცუდი ის მოხდა, რომ მირეტიმ ტრავმა მიიღო და საკაცით გაიყვანეს. ჯერ უცნობია დაზიანების ხარისხი, მაგრამ შესაძლოა მას სერიოზული ტრავმა ჰქონდეს.

„სალერნიტანა“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (26, პენ), 0:2 კოსტიჩი (45), 0:3 ვლაჰოვიჩი (47)

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …