მთავარი / სიახლეები / ვინ შეცვლის ბონუჩის – გატი თუ რუგანი?

ვინ შეცვლის ბონუჩის – გატი თუ რუგანი?

ტურინის „იუვენტუსი“ გენუის „სამპდორიასთან“ სავარაუდოდ ლეონარდო ბონუჩის გარეშე ითამაშებს. ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ კლუბში თავის დაზღვევას აპირებენ.

ვინ შეცვლის ბონუჩის? ფედერიკო გატი ან დანიელე რუგანი. გატიმ პრესეზონზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მასიმილიანო ალეგრისაც მოსწონს, მაგრამ მას სერია A-ში ერთხელაც არ უთამაშია. რუგანის კი გაცილებით დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს.

პრესეზონზე ბონუჩის გატი ცვლიდა, ბრემერს რუგანი და ამდენად, ფედერიკომ რომ ითამაშოს, შანსი უფრო დიდია. თუმცა, არაა გამორიცხული დაცვის ცენტრში ბრემერს დანილო შეუწყვილდეს და მარჯვენა მცველის პოზიციაზე მატია დე შილიომ ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ გენუის „სამპდორიას“ 22 აგვისტოს, სტუმრად დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

კიეზამ გუნდთან ერთად ვარჯიში მალე უნდა დაიწყოს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ფედერიკო კიეზას შესახებ Tuttosport-ი პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ტურინული გაზეთი წერს, 3 …

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის …