მთავარი / სიახლეები / კოსტიჩი: “მზად ვარ, “იუვენტუსთვის” ყველაფერი გავიღო”

კოსტიჩი: “მზად ვარ, “იუვენტუსთვის” ყველაფერი გავიღო”

ტურინის „იუვენტუსმა“ ფილიპ კოსტიჩი მედიის წინაშე წარადგინა. როგორც სერბმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ძალიან ბედნიერია „ბებერ ქალბატონში“ გადასვლით და კლუბისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. „სასუოლოსთან“ მოედანზე შევედი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. დუშანი აქ არის, ფანტასტიკურია მასთან ერთად ყოფნაც. ნამდვილად ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ჩემს თანაგუნდელებთან თამაშით.

გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ, მე ვთამაშობ, სადაც მწვრთნელი მეტყვის, იქ და გადაწყვეტილებებს ის იღებს. როდესაც ეროვნულ ნაკრებში ვიყავით, დუშანმა მკითხა, რას ვფიქრობდი „იუვენტუსზე“. მითხრა, რომ გაუხარდებოდა ჩემი აქ ყოფნა, ბევრი კარგი რამ მითხრა კლუბზე. როცა აქ მოვედი, მივხვდი, რომ ის მართალი იყო, ყველაფერი რაც მითხრა, ისეთი დამხვდა.

„მოთამაშეებისა და კლუბის მენტალიტეტია ყოველთვის გამარჯვება. ჩვენ უნდა გვქონდეს ასეთი მენტალიტეტი, მაგრამ მოთმინებით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. ვიცი, რას ელოდებიან ჩემგან და მზად ვარ. გუნდისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ.

„იუვენტუსის“ თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებდი, ყოველთვის მთელ სერია A-ს ვუყურებდი. ჩემი საქმეა თავდამსხმელებს ბურთი მივაწოდო, რისთვისაც აქ მოვედი სწორედ ეს არის – გუნდს ამ მხრივ დავეხმარო. მოლაპარაკებებში დიდად ჩართული არ ვიყავი. ვიცოდი, რომ მინდოდა აქ გადმოსვლა და ყველაფერი გავაკეთე ამისთვის.

ალეგრის ვესაუბრე სისტემებზე, ტექნიკურ ასპექტებზე, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებთ. ვცდილობ, კლუბთან ადაპტაცია, რაც შეიძლება მალე გავიარო. გერმანიასთან შედარებით იტალიაში უფრო ტექნიკური ფეხბურთია, ტექნიკური სისტემა, რომელიც ყოველდღიური მუშაობით ისწავლება. ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე მოვერგები ამ ახალ სისტემას, ამ ახალ კონტექსტს და კლუბს.

17 ნომერი? კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, თავისუფალი იყო, ნაკრებში ამ ნომრით მითამაშია და ვიფიქრე, რომ აქაც ავიღებდი“, – თქვა კოსტიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ფილიპ კოსტიჩი „იუვენტუსმა“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ 15 მილიონ ევროდ დაიმატა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …