მთავარი / სიახლეები / ესპანური მედია: “იუვენტუსში” დეპაის ტრანსფერი თითქმის გადაწყდა

ესპანური მედია: “იუვენტუსში” დეპაის ტრანსფერი თითქმის გადაწყდა

მემფის დეპაის სატრანსფერო საგა გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია „იუვენტუსს“ აქტიურად უკავშირებენ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება.

კატალონური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ დეპაის ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა და შესაძლოა, დღეს ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაკეთდეს. როგორც ჩანს, ნიდერლანდელმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.

მემფის დეპაი „იუვესთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 7.5 მილიონი ევრო იქნება (მანამდე იწერებოდა, რომ წელიწადში 5 მილიონს მიიღებდა).

მემფის დეპაიმ გასულ სეზონში „ბარსელონას“ რიგებში 13 გოლი გაიტანა. მანამდე 28 წლის შემტევი პსვ ეინდჰოვენში, „მანჩესტერსა“ და „ლიონში“ თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …