მთავარი / სიახლეები / ვეტერანი მსაჯი: “რაბიოს გოლი უნდა ჩათვლილიყო”

ვეტერანი მსაჯი: “რაბიოს გოლი უნდა ჩათვლილიყო”

ვეტერანმა მსაჯმა ლუკა მარელიმ „იუვენტუსისა“ და „ფრაიბურგის“ მატჩში საკამათო ეპიზოდები გაარჩია. მან თქვა, რომ გერმანელთა გოლი სამართლიანად გაუქმდა, ხოლო „იუვეს“ გოლი პირველ ტაიმში მსაჯს უნდა ჩაეთვალა.

„ფრაიბურგის“ გოლი? უდავოა, რომ პასი ხელით თამაშით გაკეთდა და სამართლიანად არ ჩაითვალა. დაცვაში ეს ჯარიმა არ იქნებოდა, მაგრამ შეტევაში ასეთი ხელი ჯარიმაა. პირველ ტაიმში რაბიოს გოლი ჩასათვლელი იყო. ლოკატელიმ ბურთზე ითამაშა და ჯარიმა არ იყო, მსაჯმა ნაადრევად დასტვინა“, – თქვა მარელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 12 მარტს, შინ გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს, ხოლო „ფრაიბურგს“ ერთი კვირის შემდეგ სტუმრად დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …