ვეტერანმა იტალიელმა მსაჯმა მაურო ბერგონციმ „სალერნიტანასთან“ არკადიუშ მილიკის გატანილ გოლზე ისაუბრა და თქვა, რომ მსაჯი აშკარად შეცდომა.
ბერგონცი ფიქრობს, რომ თამაშგარე რომც ყოფილიყო, ლეონარდო ბონუჩს მომენტზე გავლენა არ მოუხდენია და მეკარეს ხელს არ უშლიდა.
„მილიკის გოლი აბსოლუტურად სუფთა იყო, ამას მოწმობს სამსაჯო რეგულაციებიც. ბონუჩი მეკარეს ხელს არ უშლის, გოლი უნდა ჩათვლილიყო. შემდგომ ასევე გამოჩნდა რამდენიმე სურათი, სადაც ჩანს, რომ კანდრევა კართან უფრო ახლოსაა. ასეთ სიტუაციაში პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს შეცდომის დაშვება. ამიტომ ახლა სამსაჯო კომიტეტის განცხადებას ველოდები“, – თქვა ბერგონციმ.