მთავარი / სიახლეები / სერია A / ვეტერანი მსაჯი: “კალჩოპოლის მერე ყველა საკამათო მომენტში მსაჯები “იუვეს” საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებენ”

ვეტერანი მსაჯი: “კალჩოპოლის მერე ყველა საკამათო მომენტში მსაჯები “იუვეს” საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებენ”

ვეტერანმა მსაჯმა ეციო მორინამ ვრცლად ისაუბრა „სალერნიტანასთან“ მატჩის ბოლოს მსაჯების უხეშ შეცდომაზე და თქვა, რომ რაც მოხდა, უბრალოდ აბსურდია.

მორინამ ასევე აღნიშნა, რომ კალჩოპოლის ცნობილი სკანდალის შემდეგ არბიტრები მცირედით საეჭვო ეპიზოდებზე ყოველთვის „იუვესთვის“ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებენ.

“VAR-ს კომატოზურ პირობებში ვიყენებთ, რადგან ამ მატჩის შედეგი არბიტრების შეცდომითაა განპირობებული. ბონუჩი იმ მომენტში ხელს არავის უშლიდა, უფრო მეტიც, თუ ეპიზოდს კარგად დავაკვირდებით, მას მეტოქე მაისურზე მაგრად ექაჩება და ამ ნაბიჯს სწორედ იმიტომ დგამს, რომ თავი დააღწიოს მეტოქეს და არანაირად არ აფერხებს მეკარის ხედვას. მისი პოზიცია აბსოლუტურად არ უშლის ხელს ეპიზოდში არავის.

შეიძლება პირადი გამოცდილებიდან გამომდინარეა, მაგრამ გუშინ შეცდომა მაშინვე შევამჩნიე. როცა კუადრადო კუთხურს აწვდიდა, კანდრევა წინ ედგა, როგორ შეიძლებოდა თამაშგარე ყოფილიყო? VAR-ს „სალერნიტანას“ ფეხბურთელი უბრალოდ დაავიწყდა, ეს აბსურდია. ზოგადად, კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ, როცა ოდნავ მაინც საკამათო ეპიზოდია, მსაჯები გადაწყვეტილებებს ყოველთვის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ იღებენ“, – თქვა მორინამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …