ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი ამერიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდიდან გაუშვა. ამის მიზეზი კოვიდპროტოკოლის დარღვევა გახდა.
მაკკენიმ ჯერ ფანებთან ფოტოები გადაიღო და მერე სასტუმროს ნომერში უცხო პირი მიიყვანა, რაც კოვიდრეგულაციებით აკრძალული იყო. ამან, აშშ-ს თავკაცის გაბრაზება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ მაკკენი პირველად არ არღვევს რეგულაციებს და იგივე გასულ სეზონში „იუვენტუსშიც“ გააკეთა.
სწორედ ამიტომ არის, რო ტურინელებს ვესტონის გაყიდვა უნდათ. ფეხბურთელს წონის პრობლემაც აქვს, რაც ვერაფრით მოაგვარა და „იუვე“ ეცდება, რომ იანვარში ფეხბურთელი საბოლოოდ გაყიდოს.