ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-14 ტურში სტუმრად „ვერონა“ მოიზე კინის გოლით დაამარცხა და ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო, რითაც 28 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
პერინი 6 – თავის დაბადების დღეზე ძირითადში დაბრუნდა და ყოველთვის დამაჯერებელი იყო.
ბრემერი 6 – სოლიდური თამაში, მაგრამ არა ისეთი დომინანტი, როგორც მაშინ, როცა ცენტრში ბონუჩის ადგილას თამაშობს.
ბონუჩი 6 – მე-5 წუთზე გააფრთხილეს, ყველაზე ნაკლებად თავდაჯერებული „იუვეს“ დაცვაში. იმ ეპიზოდის მთავარი გმირი, რომელმაც დისკუსია გამოიწვია, მაგრამ ის ბურთს ეხება და ვერდი ფეხში მას ურტყამს.
დანილო 6.5 – ის რჩება „იუვეს“ აუცილებელ ელემენტად.
კუადრადო 6 – თამაშის შეცდომების გარეშე, მაგრამ განსაკუთრებული ეფექტების გარეშეც.
ალექს სანდრო 4 – 15 წუთიც არ უთამაშია და მოახერხა ყვითელი და წითელი ბარათის მიღება. „ლაციოსთან“ ალეგრი მას ვერ დაეყრდნობა.
ფაჯოლი 6 – საშუალო თამაში გასულ კვირაში გაბრწყინების შემდეგ.
მირეტი 6 – დაბრუნდა მეძალას პოზიციაზე და გუნდის განკარგულებაში იყო.
ლოკატელი 6 – დაღლილობა მასაც დაეტყო.
პარედესი 6 – როგორც მოსალოდნელი იყო, მოედანზე მაშინ შევიდა, როცა ტემპი უნდა დავარდნილიყო. მისთვის მნიშვნელოვანი ტესტი მუნდიალის წინ.
რაბიო 7 – ბინძური თამაში, „იუვეს“ უჭირს, მაგრამ ის ყველგან არის და კინს საგოლე პასი გაუკეთა.
კოსტიჩი 6.5 – ამჯერად ის უფრო მცველია, ვიდრე შემტევი, მაგრამ მარცხენა ფლანგი მისი საკუთრებაა.
კინი 7 – დაბრუნდა ძირითადში და ზედიზედ მესამე გოლი გაიტანა, ალბათ, კარგად არ უთამაშია, მაგრამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
დი მარია 7 – მნიშვნელოვანი წუთები რიტმის საპოვნელად, ხან ჩანდა და ხან – არა.
მილიკი 6.5 – ნამდვილი ფორვარდის გვერდით ის ბევრად უკეთ თამაშობს, როგორც შემტევი ფლეიმეიქერი და კინის საგოლე შეტევა მან დაიწყო.
ალეგრი 6.5 – „იუვემ“ კარგად შეძლო თამაშის სცენარის გაცნობიერება. ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ჩემპიონატში და ადგილი ჩემპიონთა ლიგის ზონაში.