მთავარი / სიახლეები / ესპანური მედია: რეალურად სუპერლიგიდან არცერთი გუნდი არ გასულა

ესპანური მედია: რეალურად სუპერლიგიდან არცერთი გუნდი არ გასულა

ევროპის სუპერლიგა ბოლო ხანს აქტუალური თემაა. უეფა „რეალს“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსს“ მკაცრი სასჯელით ემუქრება, რადგან პროექტისთვის ზურგი დანარჩენი 9 კლუბისგან განსხვავებით არ უქცევიათ.

ესპანური გამოცემა El Confidencial-ი იტყობინება, რომ რეალურად სუპერლიგა არცერთ გუნდს არ დაუტოვებია და მასზე 12-ვე კლუბს თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. წყაროს თანახმად, დანარჩენმა 9 გუნდმა მხოლოდ განცხადებით დაასტურეს პროექტიდან გასვლა, მაგრამ კონტრაქტით ისევ იქ არიან და სუპერლიგის პროექტი ცოცხალია.

შეგახსენებთ, რომ უეფა მხოლოდ „იუვენტუსის“, „რეალის“ და „ბარსელონას“ დასჯას აპირებს და დანარჩენილ 9 კლუბი დამნაშავედ არ მიაჩნია.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …