მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “ბუფონი, კიელინი და რონალდუ სამაგალითოები არიან”

დე ლიხტი: “ბუფონი, კიელინი და რონალდუ სამაგალითოები არიან”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა ნიდერლანდურ მედიას განუცხადა, რომ „იუვენტუსში“ ყველაზე სამაგალითო ფეხბურთელები ჯორჯო კიელინი, ჯანლუიჯი ბუფონი და კრიშტიანუ რონალდუ არიან.

„მჯერა, რომ ლიდერებმა ყველას კარგი მაგალითი უნდა მისცენ, ყოველთვის. არა იმდენად საუბრით, არამედ საქმით. „აიაქსში“ ტადიჩი ახალგაზრდებს ეუბნებოდა, რომ უფრო მეტი უნდა ევარჯიშათ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ეს ახალგაზრდები ხედავდნენ ტადიჩი ამას აკეთებდა. ვან დეიკიც სამაგალითოა, ხოლო „იუვენტუსში“ ასეთი კიელინია. შემდეგ არის რონალდუ, რომელიც ყოველთვის გამარჯვებისკენ გიბიძგებს, არ დავივიწყოთ ბუფონი, რომელიც ყოველთვის მხიარული, ბრწყინვალეა და სპორტი საოცრად უყვარს“, – თქვა დე ლიხტმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …