მთავარი / სიახლეები / პიანიჩს “იუვეში” დაბრუნება უნდა

პიანიჩს “იუვეში” დაბრუნება უნდა

ტურინის “იუვენტუსში” შესაძლოა მირალემ პიანიჩი დაბრუნდეს. Tuttosport-ის ცნობით, ბოსნიელი ფეხბურთელი მასიმილიანო ალეგრის დაუკავშირდა და სთხოვა ტურინში დააბრუნოს.

პიანიჩი “ბარსელონაში” იმედგაცრუებულია, ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და ვერც კლუბის მოლოდინი გაამართლა, ამიტომაც, ესპანეთის დატოვება უნდა და მისი სურვილი “იუვეში” დაბრუნებაა.

ჯერჯერობით უცნობია შესაძლო ტრანსფერის ფინანსური კუთხე და  რა გზებით ან მოინდომებს თუ რა იტალიური გრანდი მის დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი 2020 წელს არტურში გაცვალეს. მას “იუვენტუსში” 2016-2020 წლებში 178 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …