ტურინის „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ წარმომადგენლებს შორის მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე შეხვედრა გაიმართა.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, მოლაპარაკებები ოფიციალურად დაწყებულია და მომდევნო კვირაში მხარეები კიდევ ერთხელ შეხვდებიან, სადაც ტრანსფერის ფორმულაზე, ფინანსურ დეტალებზე და ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრებს.
ტრანსფერს საფუძველი უკვე ჩაეყარა, მაგრამ ჯერ ტრანსფერი დახურული არ არის და მხარეები საუბარს გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსი“ მანუელ ლოკატელის შესახებ სერიოზულ ინტერესს იჩენს და მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში „ბებერი ქალბატონის“ მთავარი სამიზნეა.