მთავარი / სიახლეები / კუადრადო “იუვესთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

კუადრადო “იუვესთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ ხუან კუადრადოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. Calciomercato-ს ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრისთვის კოლუმბიელი ერთ-ერთი დასაყრდენი ფიგურა იქნება.

კუადრადოს კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე ძალაში, მაგრამ მხარეები თანამშრომლობას ერთი წლით განაახლებენ და კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ ხუანი „იუვესთან“ ხელშეკრულებას 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.

შეგახსენებთ, რომ ხუან კუადრადო „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …