ანხელ დი მარიამ „მონცასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო ბოდიში მოიხადა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გუნდი დააღალატა და წაგება მხოლოდ მისი ბრალია.
„მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას ამ არაადეკვატური რეაქციისთვის, რომელიც მოედანზე მქონდა. ჩემპიონატის ასეთ რთულ დღეებში გუნდი კაცნაკლული დავტოვე, თამაშში, რომელიც წავაგეთ. წაგება მარტო ჩემი ბრალია. ძალიან ვწუხვარ. პროფესიონალი ვარ, მაგრამ ასევე ადამიანი, რომელიც შეცდომებს უშვებს და მისი აღიარებაც იცის“, – დაწერა დი მარიამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვა (4 ფრე, 3 წაგება) და როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე კატასტროფულ ვითარებაშია.