მთავარი / სიახლეები / სერია A / ლანდუჩი: “უნდა გავჩუმდეთ და ვიმუშაოთ”

ლანდუჩი: “უნდა გავჩუმდეთ და ვიმუშაოთ”

ტურინის „იუვენტუსი“ „მონცასთან“ დამარცხდა და მატჩის შემდეგ კომენტარი მასიმილიანო ალეგრის ასისტენტმა მარკო ლანდუჩიმ გააკეთა, რადგან ალეგრი დისკვალიფიცირებული იყო.

„დი მარიას წითელმა თამაშზე გავლენა მოახდინა. არ დამინახავს მომენტი, მაგრამ მითხრეს, რომ იმსახურებდა. ანხელმა რეაგირება მოახდინა იცოზე მას შემდეგ, რაც ის ავიწროებდა. იცო ცნობილია ასეთი მოქმედებებით, თუმცა, ალიბს არ ვეძებთ.

მეორე ტაიმში რამდენიმე შანსი გვქონდა გოლის გასატანად, მაგრამ არ გამოგვივიდა. თუმცა, ახლა დროა გავჩუმდეთ და ფაქტებზე ვიმუშაოთ. ლაპარაკს აზრი არ აქვს, უკეთ უნდა ვიმუშაოთ. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე წაგებამ იმოქმედა, მაგრამ ალიბი საჭირო არაა, საჭიროა გავჩუმდეთ და ვიმუშაოთ.

ცხადია, ფანები არ არიან ბედნიერები, როგორც ჩვენ არ ვართ ბედნიერები. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და მათ შორის, მწვრთნელმა და სტაფმა. გუნდში არავისთან პრობლემა არ არსებობს, რასაკვირველია, გვაკლია 3-4 მნიშვნელოვანი მოთამაშე, მათი არყოფნა იგრძნობა, მაგრამ ჩვენ მაინც უკეთ უნდა ვითამაშოთ.

გადგომა? დანებება ჩვენს დნმ-ში არ არის, დილიდან საღამომდე ვიმუშავებთ, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ნამდვილად გვინდა მუშაობის გაგრძელება“, – თქვა ლანდუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 მოიგო (4 ფრე, 3 წაგება).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …