მთავარი / სიახლეები / სერია A / დი მარია: “უცნაურია ცხრილის შუაში ყოფნა და რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება”

დი მარია: “უცნაურია ცხრილის შუაში ყოფნა და რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „მონცასთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, უცნაურია სატურნირო ცხრილის შუაში ყოფნა და კონცენტრაციის შენარჩუნება.

„ძალიან რთული მომენტია, ვმუშაობთ და თუ „ატალანტასთან“ კარგად ვითამაშეთ, დღეს ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ახლა მხოლოდ შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

მე არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას, აქ მხოლოდ გუნდის დასახმარებლად ვარ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რათა ბევრი შეცდომა თავიდან ავიცილოთ. ძნელია კონცენტრირებული იყო. სატურნირო ცხრილის შუაგულში ყოფნა უცნაურია, მაგრამ ალიბი არ უნდა ვეძებოთ და ვეცადოთ მუშაობას და ვიფიქროთ მომდევნო მატჩზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, – თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 23 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში 7 თებერვალს, „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება, ხოლო მანამდე იტალიის თასზე „ლაციოს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …