ტურინის „იუვენტუსმა“ „ბენფიკასთან“ 1:2 წააგო და მოედანზე ტურინელთაგან გამორჩეული არკადიუშ მილიკი იყო. თუმცა, მასიმილიანო ალეგრიმ ის მეორე ტაიმის შუაში შეცვალა.
მატჩის შემდეგ კამერებმა დააფიქსირეს ანხელ დი მარიასა და მილიკის დიალოგი, სადაც არგენტინელი გაკვირვებული ეკითხება, თუ რატომ შეცვალა ალეგრიმ…
იტალიელმა მწვრთნელმა თქვა, რომ მილიკის შეცვლა ნახევარდაცვის გაძლიერების გამო გადაწყვიტა და დი მარია ჩართო თამაშში. როგორც მან აღნიშნა, არჩევანი ვლაჰოვიჩსა და მილიკს შორის უნდა გაეკეთებინა და პოლონელი უფრო დაღლილი ეჩვენებოდა…
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.
Prime Video leaks that, confused Di Maria asks Milik why Allegri took him off on 70th minute.
— All About Argentina 🛎🇦🇷 (@AlbicelesteTalk) September 14, 2022