ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა ანხელ დი მარიამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა აღნიშნა, მისი მიზანია „იუვესთან“ ერთად ტიტულების მოგება და საამისოდ ყველაფერს გააკეთებს.
„ახალი ეტაპია, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. რას ნიშნავს ჩემთვის „იუვენტუსი“? ყველა ქვეყნის საუკეთესო გუნდებში ვიყავი და აქ, იტალიაში საუკეთესო „იუვენტუსია“. ვიცი, რომ შარშან ვერ მოიგო ტიტული, მაგრამ მთავარი მოტივაცია აქ მოსვლის ყველა ტიტულის მოგება იყო. მსურს, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო, „იუვეში“ თამაში ამის საშუალებას იძლევა.
რატომ 22 ნომერი? ეს მახსენებს „რეალთან“ ერთად მოგებულ ჩემპიონთა ლიგას და ვიცი, რომ „იუვეს“ ამ ტურნირის მოგება სურს. რას ვპირდები გულშემატკივრებს? ბრძოლას, თავგანწირვას და მენტალიტეტს, რომ რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო“, – თქვა დი მარიამ.
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიამ „იუვენტუსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.